LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეხუთე დღეა სიცოცხლისთვის იბრძვის! – ნებისმიერი შემოწირულობა მნიშვნელოვანი იქნება, დაწყებული 1 ლარიდან“ – კომპანია „ტენე“ საზოგადოებას მიმართავს

167
ბექა ონიანი

16 მაისს თბილისში, სპორტის სასახლესთან ნაცემი მუსიკოსის – ბექა ონიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

კომპანია „ტენე“, სადაც ბექა მარკეტინგის მენეჯერად მუშაობს, საზოგადოებას ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართავს და გაერთიანებისკენ მოუწოდებს:

„ონოს მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. მის ოჯახს ოპტიმიზმის საბაბს ერთად ერთი ის აძლევს, რომ მისი მდგომარეობა არ მძიმდება.

ექიმებმა დაიწყეს ბექას კომიდან ნაწილობრივად გამოყვანა და რეფლექსებისა და მგრძნობელობის შემოწმება, რაც საბედნიეროდ ამ ეტაპზე ფიქსირდება.

ოჯახი უღრმეს მადლობას უხდის სისხლის ყველა დონორს – ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიღო სისხლი ონოსთვის, რომელიც იმაზე მეტი შეგროვდა ვიდრე მის გადარჩენას ჭირდება.

თავისთავად მეტობით შეგროვილი სისხლი სხვა პაციენტების სიცოცხლის შენარჩუნებას მოხმარდება. ჩვენი მხრიდანაც უღრმეს მადლობას გიხდით რთულ მომენტში გამოჩენილი ასეთი ერთობისა და თანადგომისთვის

ცოტა ხნის წინ გავრცელდა უმძიმესი კადრები, სადაც ჩანს ივა ტყეშელაშვილი, როგორ ესხმის თავს ბექას და აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას, რა დროსაც მიღებული ტრავმებისგან, უვითარდება ჰემატომა და ტვინის შეშუპება. შეგახსენებთ მას დასჭირდა თავის ქალის ტრეპანაცია რის გამოც მეხუთე დღეა იბრძვის სიცოცხლისთვის!

ბექა ონიანის დედა: „კვლავ რჩება სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში, ექიმები ნელ-ნელა იწყებენ რეფლექსების შემოწმებას, თვალებს, კიდურებს აქვს თუ არა რეაგირება. სიახლე ისაა, რომ მისი მდგომარეობა არ უარესდება“

დასმულ კითხვაზე, რა ხდება გამოძიების მიმართულებით, ბექა ონიანის დედამ უპასუხა, რომ ახლა მათთვის პრიორიტეტული მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

კრიტიკული პერიოდის გასვლის შემდეგ, ბექას ელის ხანგრძლივი რეაბილიტაცია. ბევრი თქვენგანი შეგვეხმიანა ამ საკითხზე და სწორედ ახლა გვინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ დავუდგეთ ბექას ოჯახს გვერდით და შევუმსუბუქოთ ფინანსური ტვირთი.

ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა „ფონდი ონოს გადარჩენისთვის“, თუმცა ხანგრძლივი იურიდიული პროცედურების და სხვა სახის კითხვების თავიდან ასარიდებლად, შევცვალეთ გადაწყვეტილება და გთავაზობთ პირდაპირ ბექას დეიდის ქეთი შერმადინის ანგარიშზე ჩარიცხოთ შემოწირულობა, სადაც აკუმულირდება ფონდი ონოს გადაუდებელი საჭიროებებისთვის.

ნებისმიერი შემოწირულობა მისაღები და მნიშვნელოვანი იქნება, დაწყებული 1 ლარიდან, ვისაც რისი საშუალება და სურვილი გექნებათ

ბექას დეიდის ანგარიში:

ქეთევან შერმადინი

#GE23TB7024745061100010

(კომენტარებიდან უფრო მარტივად შეძლებთ ანგარიშის დაკოპირებას) ასევე გთხოვთ გააზიაროთ ეს პოსტი, ესეც დიდი დახმარება იქნება ონოს ოჯახისთვის“. – წერს

„ფიზიკურად იძალადა, წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო…“ – ბექა ონიანზე ძალადობის საქმეზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით შსს-მ ერთი პირი დააკავა

ივანე ტყეშელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ონოს მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. მის ოჯახს ოპტიმიზმის საბაბს ერთად ერთი ის აძლევს, რომ მისი მდგომარეობა არ…

Posted by Tene – ტენე on Wednesday 21 May 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g