ქვეყანაში კორონავირუსის მეხუთე ტალღა უკვე დაწყებულია. ამის შესახებ “რუსთავი2”-თან საუბრისას ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამის თქმის საფუძველს კორონავირუსის ინფექციის სწრაფი გავრცელება აძლევს.
“სამოქალაქო პასუხისმგებლობა, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა ჩვენი გახლავთ, რომ ყველა უნდა დავიცვათ რეგულაციები. ეპიდსიტუაცია სერიოზულად უარესდება. ყველამ შინ და გარეთ უნდა ვატაროთ პირბადე, ეს ხომ არის უმარტივესად შესასრულებელი რეკომენდაცია. იცავს პირბადე.
მეორე – დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ ყოველგვარ დიდ შეკრებებს, რა მიზეზითაც ეს არ უნდა იყოს. წავიდეთ და ავიცრათ ერთმანეთისთვის, იმიტომ რომ სხვანაირად მძიმე ნოემბერი გვექნება, ვის უნდა ისევ სიკვდილიანობის მაღალი რიცხვი?! 1.8 რეპროდუქციის ინდექსი რომ გაქვს, ეს არის ძალიან საგანგაშო, გავრცელება ძალიან სწრაფია, ამიტომ მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს ეპიდსიტუცია,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.