LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეკითხებიან, როგორ გავხდი, ძალიან მარტივია – სიგამხდრისკენ ერთადერთი გზა ეს არის..“ – თიკა ჯამბურია წონაში კლების ფორმულას ამხელს 

197808
Untitled design

მომღერალი თიკა ჯამბურია „ინსტაგრამზე“ საკუთარ გამომწერებს იმ ფორმულას უზიარებს, რომელიც მას არასასურველი კილოგრამების დაკლებაში დაეხმარა.

ფოტო/ვიდეო: აი მესმის ტრანსფორმაცია…სუპერ გოგო ხარ, ვგიჟდები შენზე” – თიკა ჯამბურია საოცარ ფორმაშია

როგორც თიკა ჯამბურია ამბობს, მას ხშირად სწერენ, ასწავლოს, როგორ დაიკლონ წონაში.

„როცა ადამიანებს ვწერ, რომ არ ვჭამდი, რომ ძალიან ცოტა და ძალიან დაბალკალორიულ საჭმელებს ვჭამ, ეს პასუხი არავის არ მოსწონს.

მახსოვს, მეც რაღაც განსაკუთრებულ ფორმულას ვეძებდი გასახდომად, ადვილს და მარტივს, მაგრამ, მეგობრებო, მარტივი ფორმულა არ არსებობს.

სიგამხდრისკენ ერთადერთი გზა არის დაბალკალორიული საჭმელი, ძალიან ცოტა ჭამა, 18-საათიანი კონტროლი, ბევრი წყალი და ვარჯიში.

რეალურად, ყველამ ძალიან კარგად იცის, რა საკვები ასუქებს, რა საკვები არ ასუქებს, რა არის ჯანსაღი და რა არის არაჯანსაღი.

არავის სჭირდება ჩემგან და არავისგან სწავლება, რომ კარგია ბოსტნეული, ცილა, ხილი, ცუდია – ცომი, შაქარი, გაზიანი სასმელები.

ძალიან მარტივია – ჭამეთ ის, რასაც აქვს დაბალი კალორია და ჯანსაღია და არ ჭამოთ ის, რასაც აქვს ბევრი კალორია და არ არის ჯანსაღი“, – ამბობს თიკა ჯამბურია.

„რა საოცარ ფორმაში ხარ“ – თიკა ჯამბურია ზაფხულს ულამაზესი ვიდეოთი ემშვიდობება

„შოკი ფოტოებია“, „სასწაულად ლამაზი ხარ“ – თიკა ჯამბურიას ფოტოსესიამ საზოგადოება აღაფრთოვანა

 

 

„სასწაულ ფორმაში ხარ” – თიკა ჯამბურიათი მოხიბლული გამომწერები აღფრთოვანებას ვერ მალავენ – მომღერალმა ფოტოსესიიდან ახალი კადრები გაგვიზიარა 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g