ამ დღეებში, Spice Girls-ის ერთ-ერთმა წევრმა, მელ ბიმ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯგუფი შოუსთვის ემზადება და სულ მალე ისინი კონცერტის გამართვას აპირებენ.
„ნუ უსმენთ ვიქტორიას, რომელიც ამ ფაქტს მუდმივად უარყოფს. ვიქტორია, მოეშვი ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას“- მიმართა მომღერალმა თავის კოლეგას ტელეეთერის საშუალებით.
შეგახსენებთ, რომ 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის გაერთიანების შესახებ ხმები პირველად 2017 წელს გაისმა. მალევე ცნობილი გახდა, რომ ჯგუფში დაბრუნებაზე უარს აცხადებდა ვიქტორია, თუმცა როგორც ჩანს, გოგონები მის გარეშე სცენაზე მაინც დაბრუნდებიან.