LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანი გრიფიტმა დაკოტა ჯონსონისა და კრის მარტინის რომანზე ისაუბრა

89

დაკოტა ჯონსონი და კრის მარტინი იმდენად კარგად მალავდნენ ურთიერთობას საზოგადოებისგან, რომ რამდენიმე პაპარაცული ფოტოს გარდა მათი რომანის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი არ არსებობს. ამ დღეებში კი მსახიობების ურთიერთობის შესახებ დაკოტას დედამ, მელანი გრიფიტმა ისაუბრა.

საქველმოქმედო ფონდ Global Gift Foundation-ის ვახშამზე, ჟუნალისტებმა გრიფიტს ქალიშვილისა და ცნობილი მუსიკოსის ურთიერთობაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა: „ვგიჟდები მასზე“ – უპასუხა მან.

წყვილის რომანი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ისინი რომანტიკული სეირნობის დროს გადაიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები