მელანია ტრამპი 2025 წლის „პატრიოტის“ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში, დიდი აუდიტორიის წინაშე გაიმართა. პირველმა ლედიმ ისეთი ლუქი შეარჩია, რომელიც კლასიკურ ელეგანტურობასა და თანამედროვე სტილს იდეალურად აერთიანებდა.
55 წლის მელანიას ცნობილი ბრენდის „კაროლინა ჰერერას“ გრძელი შავი კაბა ეცვა, რომელიც მინიმალისტური დიზაინით გამოირჩეოდა და იდეალური იყო ასეთი პრესტიჟული ცერემონიისთვის. კაბას გრძელი სახელოები, პატარა გაშლილი ქვედაბოლო და მაღალი ჭრილი ჰქონდა. კაბის დეკორატიულ დეტალებს შორის იყო ნაკეცები, რაც ვიზუალურად საინტერესო ეფექტს ქმნიდა, რაც მარტივ სილუეტს უნიკალურობას სძენდა.
მელანიამ თავისი ლუქი შავი ფეხსაცმლით დაასრულა და თავისი დამახასიათებელი თავისუფალი ვარცხნილობისა და საყვარელი მაკიაჟის ერთგული დარჩა.
მელანია ტრამპი და ქეით მიდლტონი საშემოდგომოდ „რალფ ლორენის“ სამოსში გამოეწყვნენ
მელანია ტრამპმა მეფის წინაშე მხრები მოიშიშვლა: კაბა, რომელზეც ყველა წლების განმავლობაში ილაპარაკებს





