თეთრმა სახლმა შობისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო. ტრადიციის მიხედვით, პირველი ნაძვის ხე თეთრი სახლის ეზოში დაიდგა, რომელიც ქვეყნის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა აანთო. ამ დღეს მელანია ბრწყინავდა „დოლჩე და გაბანას“ ულამაზეს პალტოში, რომელიც „კრისტიან ლაბუტინის“ ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული.
„დოლჩე და გაბანა“ მელანიას საყვარელი ბრენდია. სწორედ ცნობილი იტალიური ბრენდის სამოსში შეხვდა ის ინგლისის დედოფალს. ასევე „დოლჩე და გაბანას” კაბაში იყო გამოწობილი მელანია რომის პაპთან შეხვედროს დროსაც.