LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და ზაზა გოროზიას „ნაციონალურ მოძრაობაში“, ფულის შოვნის გარდა, არაფერი უნდათ, გოროზია ფრიდონ ინჯიას უახლოესი მოკავშირეა

169
ნიკა მელია - IPN-ს ფოტო

დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და ზაზა გოროზიას „ნაციონალურ მოძრაობაში“, ფულის შოვნის გარდა, არაფერი უნდათ, გოროზია ფრიდონ ინჯიას უახლოესი მოკავშირეა, – აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის” განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა უკვე დარწმუნდა, რომ სწორ ხალხთან სწორი ერთობაა მნიშვნელოვანი, ვინც 24 საათი არ ფიქრობს, ფული როგორ იშოვოს.

„კეზერაშვილმა და ბატონმა მერაბიშვილმა უნდა გადაწყვიტონ, ნიკა მელია, უამრავ სხვა ადამიანთან ერთად, რომელ გზას დაადგება? გგონიათ, ამისკენ მივისწრაფვით? ადამიანებს, რომლებსაც დროის აღქმა აქვთ დაკარგული და არ იციან, მომავალ წელს კალენდრით რომ 2024 წელია, ჰგონიათ, გარეთ 2004 წელია. მიხეილ სააკაშვილმა ის პროცესი, რომელიც დააგვირგვინა გამარჯვებით, სიმართლით, ღირსებით, ახლებური მიდგომით დაიწყო და არა სიძველით, სიყალბით, სიყალბის ლაბორატორიად გადაქცეული ორგანიზმიდან იდეების მსხვრევით. ამიტომ დაგვირგვინდა მაშინ წარმატებით.

ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილს, ზაზა გოროზიას რა უნდათ ენმ-ში? ფულის შოვნის გარდა, არაფერი არ უნდათ. ვერცერთ მეგრელს ვერ იპოვი, რომელიც ალალად გეტყვის, ზაზა გოროზია იბრძვის იმიტომ, რომ ნებისმიერი მეგრელის, ქართველის თუ არაქართველის კეთილდღეობა გაზარდოსო. ხშირად მეკითხებიან, რა არის პრობლემა, რომლის განვითარებისთვის ხელის შეშლა შემეძლო, რაზეც ჩემი პასუხია: მქონდა შესაძლებლობა, პარტია მსგავსი ადამიანებისგან გამეთავისუფლებინა, რიგი ადამიანები ჩამომეშორებინა, მაგრამ ერთობა მიმაჩნდა ძალიან ძვირფასად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

ახლა უკვე დავრწმუნდი, რომ სწორ ხალხთან სწორი ერთობაა მნიშვნელოვანი, ვინც 24 საათი არ ფიქრობს, ფული როგორ იშოვოს. სამწუხაროდ, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც არანაკლებ მდიდრდებიან, ვიდრე სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლები, ეს ახალია? შეუძლებელია, იყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ათი წლის განმავლობაში და მილიონობით შეფასებულ სახლს მიმდინარე წელს ამთავრებდე. ანატომიურად ვიცნობ ამ ადამიანებს“, – განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g