LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია კობახიძეზე: მათ რომ მართლა ჰქონდეთ წინა ხელისუფლებასთან მიუღებლობა და პრობლემები, ნახევარი „ნაციონალური მოძრაობა“ ჰყავთ პარლამენტში

95
მელია და კობახიძე

„ბატონი კობახიძე არის ტრაგიკული მოვლენა ქართული სახელმწიფოსთვის“, – ამ განცხადებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „პოლარიზაციის შემცირების მთავარი გზა ერთი დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დასუსტებაა“.

როგორც მელიამ აღნიშნა, ხელისუფლება რეალობას აცდენილია.

„ვიდრე უმცირეს შანსს ვხედავ, სამოქალაქო თანხმობის პროცესს ხელს შევუწყობ“- ნიკა მელია პრეზიდენტს შეხვდა

„არ მქონდა ეს კომენტარი არც მოსმენილი, არც წაკითხული. ჩანს, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, მეტიც, საერთოდ წარმოდგენაც არ აქვს საკუთარი თავებისთვის შექმნილი, თუ რა უნდათ და რა სურთ, მათ ეს უბრალოდ არ შეუძლიათ. ვიცნობთ სახელმწიფოებს, სადაც ოლიგარქიული რეჟიმი არსებობს მართვის სადავეებთან და მიტაცებული აქვთ სახელმწიფო, მაგრამ რაღაცას მაინც აკეთებენ მოქალაქეებისთვის, შიმშილით მაინც არ ხოცავენ და ფულს არ ჰპარავენ; იპარავენ, მაგრამ მოსახლეობას რაღაცას მაინც აძლევენ.

ამ სახელმწიფოში მიტაცებული ძალაუფლების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის ამ წარმომადგენლებმა არათუ ვერაფერი ვერ გააკეთეს, ვერაფერი ვერ თქვეს, რაც ადამიანს იმედს გაუჩენდა, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრებით ჩემი ყოფა შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს. კობახიძის მიერ გაკეთებული ეს კომენტარი, ამის ნათელი ლუსტრაციაა, 24 საათის განმავლობაში ის დაპირისპირებაშია შესული ოპოზიციურ პარტიებთან, ძირითადად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – განაცხადა მელიამ.

მელიას თქმით, „ბიძინა ივანიშვილს რომ შეეძლოს, პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავდა, მაგრამ ამდენადაც ვერ თავხედდება.“ მისივე თქმით, სადაც შეუძლია პოლიტიკურ ლიდერებს დევნის და აპატიმრებს, სადაც არ შეუძლია, აუქმებს მთლიანად უწყებას.

ლონდა თოლორაიას ხომ არ დააპატიმრებდნენ ან ნარკოტიკს ხომ არ ჩაუდებდნენ? ამიტომ გააუქმეს უწყება, რომელიც სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას იძიებს: მელია

„ამიტომ, ეს არის ტიპური ავტოკრატიული მმართველობა, სადაც უბრალოდ არსებობს დემოკრატიის ნიშან-წყლები. სანამ ჯერ კიდევ თქვენ არსებობთ, სახელმწიფო ინსპექტორი, ომბუდსმენი, ვამბობთ, რომ ნიშან-წყალი არსებობს. ამ კონტექსტში ქალბატონი ზურაბიშვილის ინიციატივა ჩანს, რომ სინათლე ბჟუტავს, მაგრამ ეს შუქი შეიძლება ძალიან მალე ჩაქრეს და გაღვივდეს, განათდეს.

ბატონი კობახიძე ჩვენში, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს რა საფრთხეს – დამარცხდება რეჟიმი ადრე, ვიდრე გვიან. მას როგორც ასეთი, სახელწოდება „ნაციონალური მოძრაობისა“, რომელიც წინა ხელისუფლების 9 წლის განმავლობაში მართვის სადავეებთან იყო, ასე არ ადარდებს, ადარდებს ის, რომ ჩვენ ხელში ვურტყამთ როცა ფულს იპარავენ, ვამხელთ, როცა მხილების ღირსი არიან, ვუწევთ წინააღმდეგობას, სადაც მათ პრობლემები ექმნებათ.

მათ რომ მართლა ჰქონდეთ წინა ხელისუფლებასთან მიუღებლობა და პრობლემები, ნახევარი „ნაციონალური მოძრაობა“ ჰყავთ პარლამენტში, სამინისტროებში, მაღალ თანამდებობებზე, მათ აქვთ ყველა იმ ადამიანთან, სუბიექტთან, სამართლებრივ ორგანიზაციულ ფორმასთან, რომელიც ამ შემთხვევაში პარტიით არის წარმოდგენილი, სერიოზული პრობლემა, რადგან ჩვენ ზურგში ვსუნთქავთ. უნდათ, რომ ველი გაუდაბნოვდეს და მოსუფთავდეს, ამიტომ არიან რომ დროდადრო აკრიახდებიან.

ის, რომ ჩვენ ვსუსტდებით, საპირისპიროს ადასტურებს განსაკუთრებით, ბოლო წლები. ბატონი კობახიძე ტრაგიკული მოვლენაა ქართული სახელმწიფოსთვის, ადამიანი, რომელსაც ერთი სიტყვა არ წამოსცდება ერთი სიტყვა სახელმწიფოებრივი, არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არც პენსიაზე, არც ახალგაზრდების ყოფაზე, არც განათლებაზე, არც რეფორმაზე, არც ხელოვნებაზე, 24 საათის განმავლობაში საუბრობს დევნაზე, დაპატიმრებაზე, შევიწროებაზე“, – განაცხადა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g