“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებასა და შესაბამისად, იმუნიტეტის მოხსნამდე ერთი დღე დარჩა. ნიკა მელია პოზიციას არ ცვლის და ამბობს, რომ მისთვის შეფარდებული გირაოს გადახდას არ აპირებს.
მელია ცოტა ხნის წინ ლევან კობიაშვილსაც გამოეხმაურა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ლევან კობიაშვილს პასუხობს: “რა ამის პასუხია და ლევან კობიაშვილი გამახსენდა .
არჩევნები მოვუგე, გამარჯვება მომპარა,ოფისი დამიწვა, ხალხი იარაღით არბენინა და ახლა თითის ერთი გაქნევით მეორედ მიპირებს დაჭერას.
ყოჩაღ! დაჯექი ხუთიანი!” – წერს მელია სოციალურ ქსელში.
ჩემზე ნუ იდარდებთ ბატონო “ქართული ოცნების” დეპუტაციავ, გადაწყვეტილება მიიღეთ თავად: ნიკა მელია