LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: რაც უნდა ნაჯახი, დანა და ხანჯალი მოგვიქნიონ, 2 ოქტომბერს ასიათასობით მოქალაქე როგორც ზვავი აზვირთებული, მივა საარჩევნო უბნებთან და კრიმინალებს განაჩენს გამოუტანს

50
88c658e4ce0e73658187bf8a10ceacdb-XL

“2 ოქტომბერს ათიათასობით ადამიანი, საქართველოს ასიათასობით მოქალაქე როგორც ზვავი აზვირთებული, მივა საარჩევნო უბნებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით და გამოუტანს განაჩენს კრიმინალებს, სუს-ის აგენტებს, ზონდერებს, ადამიანებს, რომლებიც ყველას უსმენენ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ განაცხადა და მარნეულში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დმანისელებისთვის და მთელი საქართველოსთვის პოლიტოკოსების მხრიდან მთავარი გზავნილი არის ის, რომ 2 ოქტომბერს სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლებენ ქვეყნის მომავლისა და გადარჩენისთვის. 

მისივე თქმით, 2 ოქტომბერს სიმართლეს ნებისმიერ ფასად დაიცავენ, ქვეყნის მომავალს კი სიცოცხლის ფასადაც კი დაიცავენ:

” ამ აქციის მთავარი მიზანი არის, რომ არა უბრალოდ მთელმა საქართველომ დაინახოს, რომ ჩვენ სიმართლის მხარეს ვდგავართ და ჩვენ სიმართლეს დავიცავთ 2 ოქტომბერს ნებისმიერ ფასად, სიცოცხლის ფასადაც კი დავიცავთ ქვეყნის მომავალს, არამედ მთელმა მსოფლიომ რომ გაიგოს, რა იკადრა ივანიშვილმა, კალაძემ, ღარიბაშვილმა, კობახიძემ მათივე სუს-სის ზონდერებითა და აგენტების მეშვეობით. მთელმა მსოფლიომ გაიგოს, ისევე როგორც უკვე გაიგეს, რომ ამ ქვეყანაში ელჩებს უსმენენ, იბარებენ საქართველოს ელჩებს სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოებში, შესაბამის უწყებებში, ასევე გაიგებს მთელი მსოფლიო, რა ჩაიდინა დმანისში ივანიშვილის რეჟიმმა.

პოლიტოკოსების მხრიდან მთავარი გზავნილი დმანისელებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, მთელი საქართველოსთვის არის, რომ 2 ოქტომბერს სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ ქვეყნის მომავლისა და ამ ქვეყნის გადარჩენისთვის.

ეს არ არის პათეტიკა, ეს არ არის ის, რაც ყურს მიაჩვია მავანმა მავანს, რაც უნდა ნაჯახი, დანა და ხანჯალი მოგვიქნიონ, 2 ოქტომბერს ათიათასობით ადამიანი, საქართველოს ასიათასობით მოქალაქე როგორც ზვავი აზვირთებული, მივა საარჩევნო უბნებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით და გამოუტანს განაჩენს კრიმინალებს, სუს-ის აგენტებს, ზონდერებს, ადამიანებს, რომლებიც უსმენენ ყველას. ამას იქით ფსკერიც აღარ არის უკვე, აღარაფერი აღარ არის, მორალური დაცემის მაგალითიც აღარ არის, უბრალოდ, ხალხმა დაინახა, რა არის რეჟიმი. თუ ვინმემ არ იცოდა რეჟიმის დეფინიცია, ბავშვმაც კი, ვისაც ცნობიერი ცხოვრება უკვე დაწყებული აქვს, აი, ბატონო, “ქართული ოცნება”, ეს არის რეჟიმი.” – თქვა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g