LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელიას აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა დაიწყო

69
ნიკა მელია სასამართლო დარბაზში

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა დაიწყო.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია-პერფომანსი გამართეს. აქციის მონაწილეთა შეფასებით, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკური დევნაა, ამიტომ ისინი სასამართლო სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებებს ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, პარტიის ცენტრალურ ოფისში, 23 თებერვალს სპეცრაზმის შესვლის შემდეგ დააკავეს. ნიკა მელიას ბრალი 17 თებერვალს, 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g