“ნიკა მელიას გათავისუფლებით, მიღწეულია 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი,” – წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციუალურ ქსელ “ტვიტერში” და აღნიშნავს, რომ ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ყურადღება სხვა საკითხებზეც გამახვილდეს.
როგორც კრამონი “ტვიტში” აღნიშნავს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხები და მათზე მუშაობა ახლა მხარეებს შორის თანამშრომლობას მოითხოვს:
“ნიკა მელიას გამოშვებით მიღწეული იქნა 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყურადღების გამახვილებას სხვა საკითხებზე, რომლებიც მოითხოვს მხარეებს შორის თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს უფრო სამართლიან და გამჭვირვალე პარლამენტს საქართველოში. მოვუწოდებთ ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს, შეთანხმებას შეუერთდნენ.” – წერს კრამონი.
??By releasing #Melia, 1 more key milestone of the April 19 deal was reached. It is now crucial to focus on other points that require cooperation between the sides & contribute to more fair & transparent parliament in #Georgia. Remaining opposition is invited to join the deal.
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) May 10, 2021
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.
მისი პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო და შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, 40 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.