19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ისაკო დევიძემ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.
ისაკო დევიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა დღეს ამოეწურა.
ისაკო დევიძეს, პროტესტის და დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, იზოლატორში მშრალი შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული.
ცნობისათვის, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, 19 ნოემბერს, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს.
3 დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ორ დაკავებულს 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ერთს 2 700-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა..