მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, მელიტოპოლიდან ბულგარეთის კონსული გაიტაცეს.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ჩემი კოლეგა გაიტაცეს, ახლა 29 მათგანი ოკუპანტის ციხეებში იმყოფება. რაც შეეხებათ აქტივისტებსა და ბიზნესმენებს – ოკუპანტების უწყვეტი პრაქტიკაა, რომ იტაცებენ ყველას, ვისაც საკუთარი აზრი და პატრიოტული განწყობები აქვს. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ მელიტოპოლიდან ბულგარეთის საპატიო კონსული გაიტაცეს“, – განაცხადა ფედოროვმა.