LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მემე ჟორდანია: „მამაჩემს, აფხაზეთის ომის მეორე ჯგუფის ინვალიდს, რომელიც წლების განმავლობაში არის დიალიზზე, უკიდურესად გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა…“

387
fortuna (6)

სხვადასხვა მუსიკალური კონკურსის მონაწილე, მომღერალი მემე ჟორდანია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელიც მის მამას ეხება და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
გთავაზობთ მის სტატუსს:
„მეგობრებო,
მამაჩემს, ლევან ჟორდანიას, აფხაზეთის ომის მეორე ჯგუფის ინვალიდს, რომელიც წლების განმავლობაში არის დიალიზზე, უკიდურესად გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვეღარ ხდება დიალიზის პროცედურისთვის აუცილებელი კათეტერის დაყენება.
ვისბადენის ჰელიოსის კლინიკა სპეციალიზებულია მსგავს შემთხვევებზე და მზად არის პაციენტის მისაღებად. თუმცა მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ჩვენ ვერ შევძლებთ ლევანის გადარჩენას თქვენი დახმარების გარეშე!
ამიტომ მოგმართავთ ყველას დიდი თხოვნით, დაგვიდგეთ გვერდში. თითოეული ლარიც კი მნიშვნელოვანია!!
ანგარიში: #GE61TB7971745064300021
თქვენ ასევე შეგიძლიათ დარეკოთ:
0901000879
ზარის ღირებულება 1 ლარი.
უცხოეთიდან:
PayPal: [email protected]
Ketevan Zhordania
DE5505 0120 1200 7238 39
GoFundMe:
https://www.gofundme.com/f/save-levan-jordanias-life…
გთხოვთ დაგვეხმაროთ გავრცელებაში, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა.
ერთად გადავარჩინოთ ლევანი!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g