LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მემე ჟორდანია სიმსუქნის და სპორტდარბაზში სიარულის შიშის შესახებ ალაპარაკდა: „თითქოს ეს სივრცე მხოლოდ უკვე ნავარჯიშები, ჯანმრთელი ადამიანებისთვის არსებობს“

226
მემე-ჟორდანია

მომღერალი და ტელეწამყვანი მემე ჟორდანია Urbam Garden-ის ფეისბუქ-გვერდის საშუალებით იმ ტოქსიკური გარემოს შესახებ საუბრობს, რომელიც ძირითადად, სპორტდარბაზებშია.

გთავაზობთ მემეს მოსაზრებას ამ თემაზე:

„როდესაც დიდი გოგოები ვამბობთ, რომ სპორტდარბაზების გარემო ხშირ შემთხვევაში ტოქსიკურია, არავინ გვიჯერებს.

ჩვენ გვეშინია სპორტდარბაზში შესვლის, რადგან ამ სფერომ შექმნა საკუთარი სახე გამხდარი, „ესთეტიკური” სხეულის იმიჯის ხარჯზე. რადგან ჩვენ არასდროს ვჩანდით რეკლამებში, ბილბორდებზე და ფოტოებზე.

ზოგადად, როდესაც მსუქანი ხარ და იზრდები, ძალიან იშვიათად გხვდებიან შენნაირი ადამიანები ფილმებში, რეკლამებში და ა.შ

მე არასდროს მყოლია ისეთი role-model, ვისაც თავს შევადარებდი ისე, რომ საკუთარ სხეული არ უარმეყო.

არადა, სპორტდარბაზი ჩვენნაირი ადამიანებისთვის პრიორიტეტულია.

თუმცა სისტემამ დაგვანახვა ეს სფერო ისე, თითქოს ეს სივრცე მხოლოდ უკვე ნავარჯიშები, ჯანმრთელი ადამიანებისთვის არსებობს.

მაგრამ ახლა, მომეცა საშუალება გავმხდარიყავი სხვა ჩემნაირი გოგოებისთვის და ბიჭებისთვის ის ადამიანი, ვისშიც ისინი საკუთარ თავს დაინახავენ.

ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ნელ-ნელა იწყება გამოღვიძება და ადამიანები იწყებენ იმის გააზრებას, რომ ჩვენ თანასწორი უფლებები გვაქვს. ეს ნელი და ძალიან მტკივნეული პროცესია, თუმცა შედეგს აუცილებლად მოიტანს!

არასდროს დაგავიწყდეს, რომ:

▪ შენ იმსახურებ სპორტდარბაზში სიარულს!

▪ შენ იმსახურებ იყო მთავარი პერსონაჟი საკუთარი ცხოვრების!

▪ შენ არ იკავებ ზედმეტ სივრცეს!

▪ შენ არ ხარ არაკომფორტული!

▪ შენ იმსახურებ ბილბორდებს, ბევრ ყურადღებასა და, რაც მთავარია, სიყვარულს სამყაროსგან!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g