LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მემორანდუმით მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი გათავისუფლდა, სხვა პოლიტკრიმინალების საქმეები შეიძლება გაგრძელდეს, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი: ირაკლი კობახიძე

74
ირაკლი-კობახიძე

„შარლ მიშელის მემორანდუმით მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი გათავისუფლდა, სხვა პოლიტკრიმინალების საქმეები შეიძლება გაგრძელდეს, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი“ – ამის შესახებ განცხადება ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, გიგი უგულავას განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ „13 მაისს მის პოლიტიკურ საქმეზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნა“.

კობახიძის თქმით, ნიკა მელია თუ ამნისტიაზე უარს იტყვის, მის მიმართაც გაგრძელდება სისხლის სამართლებრივი დევნა და შესაძლოა, დადგეს შესაბამისი განაჩენი, რაც მთლიანად სამართალდამცავი სისტემის პრეროგატივაა.

„თუ ვინმეს აქვს წარსულში ჩადენილი დანაშაული, ბუნებრივია, ვერავითარი მემორანდუმი ვერავის გაათავისუფლებს. ეს არის მარტივი პრინციპი. საქმე ეხებოდა მემორანდუმში ორ კონკრეტულ პირს, რაც ცალსახად ეწერა. რაც შეეხება სხვა პოლიტკრიმინალებს, მათ მემორანდუმი არ ეხებათ. მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი გათავისუფლდა ამ მემორანდუმის საფუძველზე. სხვა პოლიტკრიმინალების საქმეები შეიძლება გაგრძელდეს, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. ყველაფერს დაადგენს გამოძიება. ვინ ვის მოერეოდა, მაგაზე შეფასებას მე ვერ გავაკეთებ, ეს არის სამართალდამცავების პრეროგატივა.

ამასთან, თუ მელია უარს იტყვის ამნისტიაზე, ბუნებრივია, მასზეც გაგრძელდება სისხლის სამართლებრივი დევნა და შეიძლება დადგეს შესაბამისი განაჩენი, რაც არის მთლიანად გამოძიების და სამართალდამცავი სისტემის პრეროგატივა“, – განაცხადა კობახიძემ.

magti 5g