LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მემორიალი წყალქვეშ – ვიზიტორებს ამ საოცრების ხილვა აკვალანგით შეეძლებათ [ფოტო/ვიდეო]

590
circle-of-heroes

ფლორიდაში ვეტერანების პატივსაცემად მსოფლიოში პირველი წყალქვეშა მემორიალი გაიხსნა.

მემორიალს ვიზიტორები წყლის ქვეშ, 40 ფუტის სიღრმეზე, აკვალანგის მეშვეობით ეწვევიან.

წყალქვეშა ძეგლები აშშ-ს სამხედრო ძალების წარმომადგენლების თემატიკაზეა შექმნილი. წყლის სიღრმეშია როგორც ქალი, ისე მამაკაცი არმიის, საზღვაო და საჰაერო ძალების, ქვეითების და სანაპირო დაცვის ფიგურები.

ძეგლის შემქმნელები ამბობენ, რომ 2020 წელს მემორიალს კიდევ 12 ძეგლს დაამატებენ.

ეს წყალქვეშა გამოფენა, გარდა იმისა, რომ გმირების პატივსაცემად შეიქმნა, ხელოვნური რიფია, რომელიც საზღვაო ცხოვრების შენარჩუნებას დაეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები