LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მემუქრებიან ბავშვით, რაღაც მომენტში რეალური საფრთხის შეგრძნება გამიჩნდა – ანი სუბელიანი

92

12 მაისის მოვლენების შემდეგ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ცვლილების მოთხოვნით გამართული აქციის თანაორგანიზატორი ანი სუბელიანი ამბობს, რომ 9 აპრილის მემორიალზე ცეკვის გამო მას სოციალურ ქსელში ემუქრებიან, მათ შორის, აპელირებენ მის 8 წლის შვილზე.ის ამბობს, რომ შსს ვალდებულია, მისი უსაფრთხოება დაიცვას. ამის შესახებ მან “რუსთავი 2-ზე”, გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ, იმხელა აგრესია დამატეხეს და იმხელა მუქარების ქვეშ ვარ. მთელი ამ დღეების განმავლობაში მე მემუქრებიან ბავშვით, მყავს 8 წლის შვილი და შვილზე აპელირებენ. ვარ ძალიან უშიშარი ადამიანი, მაგრამ, რაღაც მომენტში რეალური საფრთხის შეგრძნება გამიჩნდა. მაგრამ, ამის გამო, მე არ ვაპირებ, რომ შევწყვიტო გარეთ სიარული, არ ვაპირებ, რომ უკან დავიხიო ბრძოლებში და ვფიქრობ, რომ ზუსტადაც, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, რომ დაიცვას ჩემი უსაფრთხოება,”- განაცხადა ანა სუბელიანმა.

“თეთრი ხმაურის” აქტივისტი პოლიციაში ჩივილს გეგმავს. ამასთან, ანა სუბელიანმა აღნიშნა, რომ ის ასევე განაწყენებულია იმ ფაქტის გამო, რომ მას არ მიეცა საშუალება, შს მინისტრთან პარლამეტში დახურულ შეხვედრას დასწრებოდა. ის ამბობს, რომ უარი თავად უწყების მხრიდან წამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g