LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მენატრება სიკეთით სავსე თვალები ქალაქში – ბლიცი მარკუს მეტრეველთან

1485
markus

ცხოვრება არის..

ცხოვრება არის დიდი თავგადასავალი, ბედნიერება თავის აღმართ დაღმართებით, დროებითი ამ სამყაროში.

მოგონება, რომელიც არ  მასვენებს…

მოგონება, რომელიც არასდროს მტოვებს, არის ჩემი შვილების ლუკა და ვივიენ მეტრეველის დაბადების დღეები ათენში. ეხლაც მახსოვს, როგორ გამოიყვანეს პალატიდან და დავიჭირე პირველად ხელში ლუკა, ეს იყო არაამქვეყნიური ენერგიის კონტაქტი. სიტყვით ვერ ამოვხსნი და ვერ გეტყვით.

გულით დავატარებ…

გულით დავატარებ ბევრ საიდუმლოებას. ასევე ჩემი შვილების სიყვარულს და მათ მონატრებას. გულით დავატარებ ჩემს საქართველოს, რომელიც ვერასდროს ვერც ერთი სუპერ განვითარებული მეგაპოლისი ვერ ჩაანაცვლებს.

ჩემი თილისმა…  

ჩემი თილისმა არის ჯვარი.

ვღელავ…

ვღელავ ყველაფერზე, სიბოროტოზე, რაც საქართველოში სამწუხაროდ მოზღვავებულია, საქართველოს არამდგრად სიტუაციაზე, ჩემს ქართველებზე, რომ ბევრი გვაკლია უკეთესი ცხოვრებისთვის, ჩემს ემიგრანტებზე, კარგად ვიცი მათი ცხოვრება, მათი განსაცდელი, ოცნებები, რადგან მეც ემიგრანტი ვიყავი ოცი წელი. ვღელავ ჩემს შვილებზე, საყვარელ ადამიანებზე, რომ მათი ცუდად ყოფნა არასდროს გავიგო. უპატრონო ცხოველებზე, რომლებსაც ესე ვერაგად ექცევიან ქუჩებში. ვღელავ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 

ხვალინდელი დღე…

ყოველი ხვალინდელი დღე არის ჩემთვის სიკეთის, სიხარულის, სიყვარულის, ბედნიერების დასაწყისი. მზე, ლურჯი ცა, ჩიტების ჭიკჭიკი, ბუნება, სიმწვანე, ხალხი, დღე სერიალებად დაყოფილი.

წარსული არის…

წარსული არის ჩემთვის პლათფორმა, რომ ვიყო უკეთესი დაშვებული შეცდომების ფონზე. წარსული არის ჩემთვის მოგონებები, რომლებიც ქმნიან ჩემს ცხოვრებას თავისი ფეიერვერკით, თავისი შავი და თეთრი ტონებით.

ვსწავლობ…

ვსწავლობ ყოველ დღე. ვსწავლობ ადამიანებს, სამყაროს, ცხოვრებას, რადგან ყველაფერი საუკეთესო წინ არის..

ვნანობ..

კი ვნანობ იმას, რასაც მაპატიეთ მკითხველს ვერ გავანდობ!

მენატრება..

მენატრება სიკეთით სავსე თვალები ქალაქში. მენატრება ჩემი ბებიები, ბაბუები, მენატრება ჩემი გაერთიანებული ერი. მენატრება ჩემი სიყვარულით სავსე ქალაქი.

მიყვარს…

მიყვარს ყველაფერი, ეხლა ვინც კითხულობს ამ ინტერვიუს ისიც მიყვარს, რადგან დროს მითმობს. სამყარო, ცხოვრება მიყვარს. ადამიანები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ღმერთი, მშობლები, შვილები, მუსიკა, მოდა, ესთეტიკა, მიყვარხართ თქვენ!

 

წიგნი, რომელიც მომწონს…

წიგნი, ნაწარმოები რომელიც მოყვარს არის შექსპირი, განსაკუთრებით 66-ე სონეტი.

სამშობლო …

სამშობლო ჩემთვის არის სახლი, სადაც უკუვიქცევი და ვპოულობ თავშესაფარს. ჩემი სულიერი კომფორტი, ჰაერი, ჩემი სამყარო, რომელსაც ვერსადროს გავცვლი.

თუ ვიქნებოდი პატიმარი…

თუ ვიქნებოდი პატიმარი აუცილებლად გამოვნახავდი საქმეს რომ გამეკეთებინა, თუნდაც ციხეში, რამე ფასეული ჩემთვის და საზოგადოებისთვის.

ბედნიერებაა…

ბედნიერებაა როცა ხარ ჯანმრთელი… ბედნიერებაა როდესაც ხედავ შენს საყვარელ ადამიანებს ჯანმრთელებს… ბედნიერებაა, როდესაც ხარ შეყვარებული და გიყვარს უყვარხარ… ბედნიერებაა საკმარისი ფული, რომ მოგეცეს შესაძლებლობა გააბედნიერო საჩუქრებით შენთვის საყვარელი ადამიანები, მეგობრები… ბედნიერებაა იყო კეთილი, ლაღი, თავისუფალი და რეალიზებული.

სიკვდილი…

სიკვდილი არ არსებობს.. სიკვდილი არის ილუაზია. არსებობს გარდაცვალება.

ვპატიობ…

ვპატიობ ყველას, ვინც მიხვდება მის შეცდომას ჩემს წინაშე.

ბავშვობის წლები…

ბავშვობა წლები მახსენდება ყოველთვია ლაღად,ბედნიერად, ამავდროულად დიდი თავგადასავლებით, რადგან მე ოცი წელი ემიგრაციაში გავატარე მშობლებთან ერთად, ასევე ასოცირდება ნოსტალგიასთან.

მეშინია…

მეშინია და მაშფოთებს ის ფაქტი, რომ ხანდახან არ მაქვს შესაძლებლობა დავეხმარო ყველას, ვისაც სჭირდება ჩემი დახმარება სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემის მოსაგვარებლად. ეს უბრალოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მეშინია, რომ როდესმე ჩემი ახლოლების ავადმყოფობა გავიგო და მე არ ვიყო მზადყოფნაში, რომ გადავალახინო პრობლემა.

 

დამოკიდებული  ვარ…

დამოუკიდებელი ვარ ნამდვილად, მხოლოდ დამოკიდებული ვარ ღმერთზე,სიყვარულზე..

მადლიერი ვარ…

მადლიერი ვარ, რომ მითენდება და მიღამდება.

უფალს ვკითხავდი….

უფალს ვკითხავდი კიდევ რამდენი ათწლეული დამრჩა ცხოვრება ამ პლანეტაზე, რომ ჩვენი უსასრულო და ულამაზესი პლანეტით უკეთესად დავტკბე?

ერთი დღით ვიქნებოდი…

ერთი დღით ვიქნებოდი  პიროვნება უსასრულო შესაძლებლობებით, რომ შემეძლოს ჩემი ქართველებისთვის  გამეკეთებინა ყველაფერი, ამესრულებინა ყველა მიუწვდომელი ოცნება, განმეკურნა ყველა დაავადებისგან და ეცხოვრად ყველას ბედნიერი.

ბებია,ბაბუა…

გაუფრთხილდით ბებიებს, ბაბუებს, რადგან ისინი დროებით არიან თქვენთან ახლოს ასეთი ტკბილები,კეთილები, მზრუნველები. მოვა დრო და აღარ იქნებიან თქვენთან და იმ დაკარგულ დროს, რომელიც მათ გარეშე გაატარეთ, ვერასდროს დაიბრუნებთ.

ხშირად ვფიქრობ…

ხშირად ვფიქრობ ჩემს კარიერაზე, როგორც სიმღერის ასევე დიზაინის კუთხით, სულ ვეძებ სიახლეებს და განვითარებას.

მიკვირს…

მიკვირს ბოროტი ადამიანების. შურის, ბოღმის, მლიქვნელების. მიკვირს ყველაფერი სიბოროტის, რაც დიდი დოზით არის ჩვენს გარემოცვაში.

ხალხი …

ხალხი არის ძალა, ხალხი არის ჩემი მსმენელი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და მიყვარს… ჩვენ ხელოვანი ხალხი შეგვქმნა ხალხმა….

ვერ ვივიწყებ…

მაროკოში მოგზაურობას 2001 წელს, სადაც ჩავატარეთ 16 სოლოკონცერტი თექვსმეტ ქალაქში, ნაციონალურ ბალეტ როკვასთან ერთად. ვერ ვივიწყებ ჩემს გამოსვლას ჰონკონგში 50.000 აუდიტორიის წინ, როდესაც გავხსენი miss model of the world. ვერ ვივიწყებ ცეკვავენ ვარსკვლავებს, როდესაც ვიცეკვე ლეგენდარულ სუხიშვილებთან ერთად ოსური. ვერ ვივიწყებ საქართველოს სამამულო ომს, როდესაც რუსული ტანკები შემოვდინენ თბილისში.

 

ავტორი ლანა ბიბილურიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები