ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ.
ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.
არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.
„პირადი ნივთები და ტელეფონი იპოვეს ზღვის სანაპიროზე“ – ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ
სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს ალექსანდრეს დედა.
„მენატრები დეე…მალე ჩამეხუტე.. ძალიან მჭირდები დეე, მჭირდები, რომ ვისუნთქო…ველოდები ნათლისღების სასწაულს…
555 105 500 ნათია“ – წერს ნათია დიაკვნიშვილი.