მსახიობი ბელა თორნი მიკი რუკს სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში სდებს ბრალს. 27 წლის ვარსკვლავმა „ინსტაგრამ სთორიში“ გააჟღერა ისტორია, რომელიც 2020 წლის ფილმის, „გოგონა“ გადაღებების დროს გადახდა. აღნიშნულ კინოსურათში ბელაც და მიკიც მთავარ როლებს ასრულებენ.
საუბარია მომენტზე რომელშიც ბელა მუხლებზე დგას. სცენარის მიხედვით, მასთან რკინის ჯოხით შეიარაღებული რურკი უნდა მისულიყო და მისთვის ეს იარაღი მიედო, ამის ნაცვლად კი მიკიმ ეს ინსტრუმენტი საზარდულის მიდამოში ჩაარტყა. შედეგად ბელამ დაზიანებები მიიღო და გადაღებებიდან ჩალურჯებული წავიდა.
„მენჯის ძვალზე სისხლჩაქცევები მქონდა, მას მოსწონდა ჩემი დამცირება ყველას წინაშე. ეს ჩემს კარიერაში ყველაზე საშინელი მომენტი იყო“, – აცხადებს ბელა.
მოგვიანებით, რურკის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს განცხადება თორნის შოკისმომგვრელი ბრალდებების საპასუხოდ.
„ეს ბრალდებები უკიდურესად სერიოზულია. ბატონი რურკი კატეგორიულად უარყოფს მსგავს ქმედებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ფოტო: „ბევრჯერ გავიმარჯვე, თუმცა, თავადაც ბევრი დარტყმა მივიღე“ – 72 წლის მიკი რურკის ტრანსფორმაცია
„სახე გაინადგურა“ – 72 წლის მიკი რურკის უახლესმა ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია



