LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა – მშენებლობა დასრულდა, კლინიკა აღჭურვის ეტაპზეა

4297
კლინიკა

მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშოები დასრულდა. ამ ეტაპზე კლინიკის ტექნიკური აღჭურვა მიმდინარეობს. 

კლინიკა ვაშლიჯვარში, სარაჯიშვილის ქუჩა N17-ში მდებარეობს.  

კლინიკის ძირითადი სტაციონარი გათვლილია 103 საწოლზე, 3 ძირითადი სტაციონარული განყოფილებით: 

– მწვავე ფსიქიატრიული სტაციონარი;

– დუალური ნოზოლოგიის განყოფილება;  

– ნარკოლოგიური დეტოქსიკაციის განყოფილება. 

– კლინიკას ასევე ექნება სარეაბილიტაციო განყოფილება (30 საწოლი).

მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გათვალისწინებულია ამბულატორიული, გახანგრძლივებული ამბულატორიული (დღის ცენტრი), დამხმარე სარეაბილიტაციო (დღის ცენტრში-სტაციონარის შიდა) და ხანმოკლე დაყოვნების სტაციონარული სერვისის მიწოდება, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობებისა და დამოკიდებულების მართვის და მკურნალობის ყველა პროფილით.

კლინიკაში 100-ზე მეტი სპეციალისტი დასაქმდება.

მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განთავსდება თსსუ-ის ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დეპარტამენტი. გათვალისწინებულია სასწავლო აუდიტორიები, სალექციო დარბაზი და შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურის მოწყობა. სასწავლო ინფრასტრუქტურა გათვლილია ერთდროულად 150-ზე მეტი სტუდენტისათვის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფაზე.

ტექნიკური მახასიათებლები:

– მიწის ფართი – 3383 კვ.მ.- ია

– შენობის საერთო ფართობი არანაკლებ 6000 კვ.მ.-ია.

– სარეკრეაციო სივრცისთვის გამოყოფილია 300 კვ.მ.

– პროექტის მიხედვით, კლინიკას ექნება 20 ავტომობილზე გათლილი პარკინგი.

მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიtეტო კლინიკა პაციენტების მიღებას 2026 წლის დასაწყისში დაიწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g