მსახიობი, ანი ბებია ნანკა გვარის პოდკასტის სტუმარია.
„რომი შნაიდერი“ – ანი ბებიას ახალი ფოტოსესია გამომწერების აღფრთოვანებას იწვევს
მსახიობი ანი ბებია გამომწერებს ახალ ფოტოსესიას უზიარებს, სადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება.
მსახიობმა არაერთ თემაზე ისაუბრა, მათ შორის მშობიარობის შემდგომ პერიოდზე:
„პირველ ორსულობაზე მოვიმატე 27 კილო, მაგრამ გაჩენიდან 5-6 თვეში ფორმაში თავისით ჩავდექი. მეორე ორსულობაზე მოვიმატე 37 კილო და ძალიან გამიჭირდა დაკლება და ეს ძალიან მოქმედებდა იმიტომ, რომ სარკეში რომ ვიხედებოდი და რომ ვხვდებოდი, რომ საერთოდ სხვა ადამიანია და მე სხვა, ეს კიდევ დამატებით იყო…
ასეთ დროს აგრესია პარტნიორის მიმართ ჩნდება. მას ადანაშაულებ, რომ მან ჩაგაგდო ამ დღეში. არ ვიცი შეიძლება ბავშვის მიმართაც იყოს, არ ვიცი, მაგრამ მე ილოს მიმართ მქონდა ხოლმე აგრესია“, – ამბობს მსახიობი.
