საკულტო სერიალის, „მაშველების“ ვარსკვლავებმა, 56 წლის ერიკა ელენიაკმა და 54 წლის ნიკოლ ეგერტმა გულშემატკივრებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადეს. მსახიობები წლების შემდეგ ერთად გამოჩნდნენ.
ვარსკვლავები ლოს-ანჯელესის სახანძრო მუზეუმს ესტუმრნენ, სადაც გმირები დააჯილდოვეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ეგერტი აქტიურად უზიარებს გულშემატკივრებს საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სიახლეებს. 2024 წლის იანვარში მან გაამხილა, რომ მეორე სტადიის ძუძუს კიბო დაუდგინდა, რის შემდეგაც ქიმიოთერაპია და მასტექტომია ჩაიტარა.
შეგახსენებთ, რომ „მაშველების“ ეთერში 1989 წლიდან 2001 წლამდე გადიოდა და მასში მონაწილეობდნენ დევიდ ჰასელჰოფი, პამელა ანდერსონი, ნიკოლ ეგერტი,ერიკა ელენიაკი და სხვები…
როგორ გამოიყურება სერიალ „მალიბუს მაშველების“ ვარსკვლავი, იასმინ ბლიტი დღეს
გახსოვთ „მაშველები?“ – 69 წლის დევიდ ჰესელჰოფი ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად ვახშმობის დროს გადაიღეს


