LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორე ტური იმით კი არ უნდა დასრულდეს, რომ ოპოზიციის კანდიდატები მერები გახდებიან, უმთავრესი მიზანი, საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უნდა გახდეს: დავით ჭიჭინაძე

63
ჭიჭინაძე

პარტია „ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, „მეორე ტური იმით კი არ უნდა დასრულდეს, რომ ოპოზიციის კანდიდატები მერები გახდებიან, უმთავრესი მიზანი, საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უნდა გახდეს“.

მისივე თქმით, მთელმა ოპოზიციამ უნდა მოახერხოს და ერთობლივად ამხილოს ქართული ოცნების ხელისუფლების მანკიერება და ქვეყანაში დღის წესრიგი შეიცვალოს.

თუ ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყანაში მანკიერების გამოსასწორებლად, უნდა გამოცხადდეს არა რომელიმე კონკრეტული პარტიის გამარჯვების კამპანია, არამედ ერთიანი ეროვნული კამპანია, სადაც არცერთი ოპოზიციონერი ადამიანი თავს უცხოდ არ ჩათვლის.

ყველამ უნდა იცოდეს, რისთვის იბრძვის და ჩუმად კი არ უნდა მოხდეს გარიგებები და “ყიდვა-გაყიდვა”, მთელმა ოპოზიციამ უნდა მოახერხოს და ერთობლივად ამხილოს “ქართული ოცნების” ხელისუფლების მანკიერება. ანუ დღის წესრიგი უნდა შეიცვალოს.

მეორე ტური იმით კი არ უნდა დასრულდეს, რომ ოპოზიციის კანდიდატები მერები გახდებიან, უმთავრესი მიზანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უნდა გახდეს. მითუმეტეს, რომ ის ე.წ. მითიური 43% თავიდანვე ვაჭრობის საგანი იყო, ადამიანებს კი ცვლილებები უნდათ“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g