LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მექანიზატორი“ სპეციალური ტექნიკის შესაძენად მომწოდებლებთან შეხვედრას გეგმავს

97

2018 წლის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შპს “მექანიზატორი“ უახლოეს მომავალში 130 მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა) ტექნიკის შეძენას გეგმავს, რისთვისაც სახელმწიფო 20 მლნ ლარს დახარჯავს.

გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, “მექანიზატორი“ სპეციალიზირებული კლასის (პიკაპი) ავტომობილების შეძენისათვის, ბაზრის კვლევის შემდგომ შეხვედრას გამართავს, სადაც იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ მომწოდებლებს.

შეხვედრა შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის ხვალ, 18:00 საათზე „მექანიზატორის“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g