LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკაში მომხდარმა მიწისძვრამ 90 ადამიანი იმსხვერპლა

47

მექსიკაში მომხდარი უძლიერესი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 90-ს მიაღწია.

ამის შესახებ ქვეყნის შსს იუწყება.

მათგან 71 ადამიანი ოახაკას შტატიდანაა, 15 – ჩიაპასადან, 4 – ტაბასკოდან, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

აქამდე არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 65 იყო.

მექსიკის სანაპიროებთან 8,2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა 8 სექტემბერს მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g