LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ ბერძენიშვილის ხელოვნების საერთაშორისო კონკურსი/ფესტივალი „ოქროს მუზა“ ქარვისფერ მალტაზე გაიმართება

517
ოქროს მუზა

2025 წ. 10 – 11 ოქტომბერს,  „ვიპიარ ჯგუფის“, მალტის ქართული კულტურის ცენტრის  GCC- MALTA – ს, ორგანიზებითა და  საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მალტაზე მერაბ ბერძენიშვილის ხელოვნების საერთაშორისო კონკურსი/ფესტივალი „ოქროს მუზა“ გაიმართება.

„ოქროს მუზა“ დაფუძნდა ბატონ მერაბ ბერძენიშვილის სიცოცხლეში მისი ინიციატივითა და რეკომენდაციით, რომლის  მიზანს, ნიჭიერი  ახალგაზრდების  წარმოჩენა,  მათი შემოქმედების  საერთაშორისო ასპარეზზე  წარდგენა; სხვადასხვა კულტურათა ტრადიციებისა და ღირებულებების გაცნობა წარმოადგენს.

„ოქროს მუზას“ დამფუძნებელია: მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრი: „მუზა“  „ვიპიარ ჯგუფი“ ოფიციალური  საერთაშორისო პარტნიორია:  GCC – MALTA –  მალტის ქართული კულტურის ცენტრი.

მნიშვნელოვანია, რომ  10 წლიანი  ისტორიისა და ნდობის შემდეგ,  „ოქროს მუზა“ მალტაზე გაიმართება, რომელიც  პროექტს ახალ ენერგიასა და საერთაშორისო აღიარებას მოუტანს.

ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებენ: მუსიკალური სტუდიის  წარმომადგენლები, ვოკალისტები, ინსტრუმენტალისტები, ხელოვანები საქართველოდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. წარმოდგენილი იქნება დიდ მაესტროზე  დოკუმენტური ფილმი.

აღსანიშნავია, რომ „ოქროს მუზას“ გრან-პრის მფლობელებმა: VIPR/GCC-MALTA – ს თანადგომითა და მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღეს ესპანეთში, შვედეთის სამეფოში,  მალტაზე,  დიდ ბრიტანეთში, იტალიაში გამართულ ღონისძიებებსა და ფესტივალებში, სადაც ღირსეულად წარადგინეს ჩვენი ქვეყანა..

მნიშვნელოვანია, რომ  მალტაზე  10 -11 ოქტომბერს ქალაქ ბირგუში, ღია ცის ქვეშ,   ქალაქის  ტრადიციული დღესასწაული „ბირგუფესტი 2025“  გაიმართება, რომელიც თავისი შინაარსით და ფორმატით ყველაზე კრეატიული ღონისძიებაა –  სანთლებით  განათდება ქარვისფერი მალტა.

ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები, ანსამბლები, ბენდები.. ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. გაიმართება კინოს ფესტივალი.  ამ ღონისძიებაზე  საქართველოს  პავილიონს   წარადგენს  „ვიპიარ ჯგუფი„  / GCC-  MALTA  – მალტის  ქართული კულტურის ცენტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g