მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება სასამართლომ ახლახანს მიიღო.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დაცვის მხარე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და 20 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.
„არ მისვრია მისთვის დასაჭრელად, ვისროლე იატაკზე. იმას, რომ მე საშიში ვიქნები თავისუფლებაზე, არ ვეთანხმები. ჩავბარდი თვითონ. ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი“,-განაცხადა ბრალდებულმა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 ნოემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა.