LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა

131

32 წლის მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, 26 წლის გიორგი ლომინაძის კი კვლავ მძიმედ რჩება. ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის  ექიმის დავით წულაიას თქმით, კლინიკაში მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე გუშინ 18.40 საათზე შეიყვანეს.

„მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა მძიმე არ არის. ის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პაციენტი გონზეა და ადეკვატურად პასუხობს კითხვებს. დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა. რაც შეეხება მეორე პაციენტს – 26 წლის გიორგი ლომინაძეს სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული. აღენიშნება ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი, უტარდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ უტარდება შესაბამისი მკურნალობა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ ის გადარჩეს და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას“, – განაცხადა მიმღების ექიმმა.

სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტოავარია გუშინ საღამოს მოხდა, კვირიკაშვილი და ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მგზავრობდნენ. საინფორმაციო სააგენტო  “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ანანო ბუაძე სამტრედიის საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა “უკიდურესად მძიმეა”.

magti 5g