LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ მეტრეველი: „დაბადების დღეზე დანით რატომ უნდა წახვიდე? არც ერთმა მშობელმა არ თქვას, არ ვიცოდი, ჩემს შვილს დანა რომ ჰქონდაო…“

875
მერაბ მეტრეველი

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობას ეხმიანება ტელეჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და წერს:

„მორიგი მკვლელობა რომ მოხდება, მერე სვამენ კითხვებს:

ასე როგორ გაიმეტაო?

ასეთი რა მოხდაო?

არაფერიც არ მოხდა.

ყველა, ვინც დანით მოძრაობს, არის პოტენციური მკვლელი.

დაბადების დღეზე დანით რატომ უნდა წახვიდე?

და არც ერთმა მშობელმა არ თქვას, არ ვიცოდი, ჩემს შვილს დანა რომ ჰქონდაო.

დანა ჩიპი არაა, რომ სულ დამალული გქონდეს. სახლში რომ მოდის, სად მიაქვს ის დანა?

მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს შვილებს.

და საერთოდ, კანონი როგორ არეგულირებს დანის ტარებას?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები