ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში მონაწილეობს.ფილმში„ჯაშუშების ხიდები“ (Bridge of Spie) მთავარ როლს ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი, ტომ ჰენქსი ასრულებს.
სტივენ სპილბერგმა ნინიძე მისი მონაწილეობით გადაღებულ ფილმში „არსად აფრიკაშ“ ნახა და მისმა თამაშმა იმდენად მოხიბლა, რომ საკუთარ ფილმში მიიწვია გადასაღებად.
„ჯაშუშების ხიდები“ აშშ-ს კინოთეატრებში პირველად 2015 წლის 16 ოქტომბერს აჩვენეს, ქართული მაყურებელი კი ფილმს 2015 წლის 29 დეკემბერს ნახავს.