LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ სეფაშვილი კონცერტისთვის და ახალი ალბომის პრეზენტაციისთვის ემზადება – „არტ-FM“

10
merabsefashvili9920

გადაცემის ლაივი LIVE

8 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მერაბ სეფაშვილი სტუმრობდა ახალი სიმღერის „ისევ მიდიხარ“ პრემიერით.

– ბატონო მერაბ, როდის გაიმართება კონცერტი, რომელსაც მოუთმენლად ელის თქვენი თაყვანისმცემელი?

– კონცერტი, რომელიც ახალი ალბომის გამოსვლას მიძღვნება დიდი ხნის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო და მხოლოდ 25 სექტემბერს გაიმართება მცხეთაში ალბომის „დროს სიყვარულს არ გავატან“ პრეზენტაციასთან ერთად.

– ახალ სიმღერებთან ერთად ალბომში რამდენიმე ძველი კომპოზიციაც შევიდა, რატომ გადაწყვიტეთ მათი გახსენება?

– ძალიან მინდოდა ძველი და კარგად ნაცნობი კომპოზიციების ახალი ვერსიით ჩაწერა, რადგან აბსოლუტურად განსხვავებულად მოვისმინე, აღვიქვი და სწორედ ამ განწყობის გადაცემა გადავწყვიტე მსმენელისთვის. ცოტა ხნის წინ ბათუმში გამართულ კონცერტზე შევასრულე რამდენიმე სიმღერა და პუბლიკის მოწონებაც დავიმსახურე.

– შვილთან ერთად ხომ არ გეგმავთ გამოსვლას?

– სავარაუდოდ, კონცერტში სანდროც მიიღებს მონაწილეობას. მართალია, რამდენიმე ერთობლივი პროექტი გვაქვს, მაგრამ მან თვითონ თქვა უარი მუსიკალური კარიერის გაკეთებაზე.

– რამდენადაც ვიცი, მარტის თვეში ისრაელში გქონდათ კონცერტი დაგეგმილი, თუმცა ისიც გადაიდო..

– სამწუხაროდ კონცერტების დიდი ნაწილის გადადება მოგვიწია. ისრაელში ჯერ ფრენა აიკრძალა, ახლა კარანტინი გამოცხადდა, ამიტომ, არავინ იცის, როდის შევძლებთ გამგზავრებას.

– ყველაზე მეტი პრობლემა პანდემიამ ხელოვანებს შეუქმნა, შეიცვალა თუ არა სიტუაცია უკეთესობისკენ?

– სამწუხაროდ არაფერი შეცვლილა, რადგან ისევ ძალიან რთულია სრულფასოვანი ღონისძიებების მოწყობა, ჩვენი შემოსავლის მთავარი წყარო კი, სწორედ კონცერტით შემოსული თანხაა.

– რთული სიტუაციის გათვალისწინებით პროფესიის შეცვლაზე ხომ არ გიფიქრიათ?

– არასდროს მიფიქრია და არც ახლა ვგეგმავ, რადგან ჩემი აზრით უმჯობესია ერთ სფეროში დაიხარჯო ბოლომდე, ვიდრე რამდენიმე სფეროში იმუშავო ერთდროულად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები