27 სექტემბერს, თბილისში, „მონოჰოლში“ ყველა თაობის საყვარელი მომღერალი მერაბ სეფაშვილი მსმენელს ექსკლუზიური კოლაბორაციების საპრემიერო პროექტზე იწვევს, სადაც საუკეთესო მუსიკოსებთან ერთად წარდგება.
სეზონის გამორჩეული მუსიკალური მოვლენის გენერალური სპონსორია „კოკა-კოლა“.
საღამოზე შესრულდება ცნობილი სიმღერების ახალი ვერსიები, რომლებიც მსმენელს ჯერ არ აქვს მოსმენილი. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება ისეთი აღიარებული არტისტები იხილონ ერთმანეთის გვერდით, რომლებიც ერთ სცენაზე არასდროს უნახავთ.
მერაბ სეფაშვილთან ერთად საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ ისეთი მომღერლები, როგორებიც არიან: მწვანე ოთახი, სალიო, A’GES BAND, ჯგუფი ყველა, ძვალი, ვაკის პარკი, DJ FA MOUS.
ბილეთების შეძენას შეძლებთ – biletebi.ge