LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბიშვილი და ადეიშვილი ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცნენ

95

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცნენ. ყოფილ შინაგან საქმეთა და იუსტიციის ბრალი დაუმძიმდათ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილია 2004 წელს მომხდარი სისტემური დანაშაული, რომელშიც ერთობლივად და წინასწარ შეთანხმებული სქემით მონაწილეობდა გენერალური პროკურატურა, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, ფინანსური პოლიცია, აჭარის ა/რ უშიშროების სამსახური და ეროვნული ბანკი.
მთავარი პროკურატურის განცხადების მიხედვით, მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის კარგად ორგანიზებულ დანაშაულებრივ პროცესს ხელმძღვანელობდნენ გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ივანე მერაბიშვილი.

რაც შეეხება დანაშაულებრივ სქემას, მოქალაქეებს – თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს იძულებით ჩამოართვეს თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ადეიშვილის და მერაბიშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რაც სასჯელის ზომად 3 დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ამ დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად, აღდგენილი იქნება დაზარალებულთა დარღვეული უფლება. პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილება გადაეგზავნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ დაზარალებულ მოქალაქეებს, თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს, დაუბრუნდეთ რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების უკანონოდ ჩამორთმეული თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანა“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g