საშობაო კონცერტებისა და მუსიკალური ტურნეების შემდეგ, მერაია ქერიმ დასვენება გადაწყვიტა. 48 წლის მომღერალი შვილებთან და 35 წლის ბოიფრენდთან, ბრიან ტანკასთან ერთად ამჯერად სენ-ბართლემის სანაპიროზე ისვენებს. პაპარაცებმა ცნობილი მომღერალი სწორედ ტანკასთან და შვილებთან ერთად დააფიქსირეს.
48 წლის მერაი, რომელმაც ბოლო დროს საგრძნობლად დაიკლო წონაში, ფანტასტიკურად გამოიყურებოდა შავი ფერის საცურაო კოსტიუმში, რომელიც ვარდისფერი დეტალებით იყო გაფორმებული.