LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერი ახალი წლის ღამის ინციდენტზე: დავმარცხდი

64

ახალი წლის ღამეს, ნიუ-იორკში გამოსვლის დროს, თავის წარუმატებელ გამოსვლაზე მერაია ქერიმ პირველი კომენტარი გააკეთა. შემთხვევას ქერიმ „ტვიტერზე“ სპეციალური პოსტი მიუძღვნა:

„ჯერ კიდევ ვერ გავერკვიე ზუსტად, რა მოხდა ახალი წლის ღამეს, მაგრამ ყველაფერს აუცილებლად გავიგებ. მინდა ყველამ იცოდეს, რომ იმ ღონისძიებაზე დიდი ენთუზიაზმით მივედი, მინდოდა მთელს მსოფლიოსთან ერთად მეზეიმა ახალი წელი. სირცხვილია, რომ ასეთი საპასუხისმგებლო ტექნიკური დეტალები ისეთ გუნდს ვანდეთ, რომელმაც ამ ყველაფერს კონტროლი ვერ გაუწია. მადლობას ვუხდი ყველა ჩემს მსმენელს, რომლებიც ამ რთულ მომენტში გვერდით მედგნენ“, – განაცხადა მომღერალმა.

მერაიამ დაამატა, რომ ამ შემთხვევამ მასზე ძალიან ცუდად იმოქმედა, ამის გამო სოციალურ მედიაზე დროებით უარს ამბობს, თუმცა პროფესიულ საქმიანობას აქტიურად განაგრძობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g