LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერი ამბობს, რომ ყოფილ საქმროსთან სექსი არ ჰქონია

788
meraiakeri20106

50 წლის მერაია ქერიმ მორიგი სკანდალური განცხადება გაავრცელა. მომღერალი ამბობს, რომ მას ყოფილ საქმროსთან, ჯეიმს პარკერთან სექსი არ ჰქონია. ამის შესახებ მუსიკოსმა მემუარების წიგნში დაწერა, რომელიც 29 სექტემბერს გამოვიდა გაყიდვაში. ახალ წიგნში მერაია ბევრს საუბრობს პირადზე, მათ შორის პირველ ქმართან ურთიერთობაზე, ჯეიმს პარკერის ამბავი კი გაკვრითაა ნახსენები.

წყვილმა შეხვედრა 2015 წლის იანვარში დაიწყო და ამას მალევე ნიშნობა მოჰყვა. ერთი წლის თავზე ცნობილი გახდა, რომ ქერი და პარკერი დაშორდნენ, თუმცა, მიზეზი არ გაცხადებულა. მერაია ამ ისტორიაზე ბევრს არც ახალ მემუარებში წერს, უბრალოდ ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ პარკერთან სექსი არ ჰქონია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები