მერაია ქერი ანიმაციურ ფილმში „ლეგო. ფილმი: ბეტმენი“ ერთ-ერთ პერსონაჟს გაახმოვანებს. მულტფილმს სტუდია Warner Bros გადაიღებს.
ცნობილია, რომ დანარჩენ პერსონაჟებს ზაკ გალიფიანაკისი, რეიფ ფაინსი, უილ არნეტი და სხვა ცნობილი სახეები ახმოვანებენ. სხვა დეტალები პროექტზე ამ დროისთვის უცნობია.