LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერი ბრაიტონის 2020 აღლუმის ჰედლაინერი იქნება

129
page

200 მილიონი გაყიდული ალბომი და 19 N 1 სინგლი – როგორც ჩანს, ეს მონაპოვარი მომხიბვლელი აღმოჩნდა ბრაიტონის აღლუმის ორგანიზატორებისთვის და წლევანდელი, 2020 წლის აღლუმის ჰედლაინერი პოპ-ვარსკვლავი მერაია ქერი გახდება. არტისტი რამდენიმე სცენაზე, სამი დღის განმავლობაში, 75 წუთიან პერფორმანს შეასრულებს.

„ის ამ ფესტივალის გლობალური სიმბოლოა“ – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

რაც შეეხება ბრაიტონის აღლუმს, ეს გახლავთ გეი-აღლუმი, რომლის ფარგლებშიც, ყოველ წელს, მუსიკალური ფესტივალი იმართება. გასულ წელს ფესტივალს 250 000 ადამიანი დაესწრო, მისი ჰედლაინერი კი კაილი მინოუგი იყო, ასევე უნდა აღინიშნოს 2018 წლის ჰედლაინერი, ბრიტნი სპირსი, რომელმაც ფესტივალზე 57 000 ადამიანი გააერთიანა.

ბრაიტონის აღლუმი 31 ივლისიდან 2 აგვისტომდე გამართება.

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები