LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერი და ბიონსე დუეტისთვის ემზადებიან

67

მუსიკის მოყვარულებს საინტერესო დუეტი ელით – ინტერნეტ-პორტალი TMZ წერს, რომ ბიონსე და მერაია ქერი ერთობლივ სიმღერაზე მუშაობენ და შედეგი მათი თაყვანისმცემლებისთვის სულ მალე გახდება ხელმისაწვდომი. თანამშრომლობაზე ცნობილი მომღერლები გასულ კვირას, HeartView Global Foundation-ის მიერ გამართულ წვეულებაზე შეთანხმდნენ.

წვეულების სტუმრები ამბობენ, რომ ბიონსე და მერაია ერთობლივ სიმღერაზე დიდ ხანს საუბრობდნენ და აქვე აღნიშნეს, რომ კომპოზიციას მალე ჩაწერენ. სავარაუდოდ, ჟანრი R’n’B იქნება, სოულის ელემენტებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g