ჩარტების ერთპიროვნული ლიდერი და უამრავი რეკორდი – ასეთი იყო მერაია ქერისთვის 2019 წელი, თუმცა, როგორც ჩანს, მუსიკოსის ვარსკვლავური წელი გრძელდება, მის წარმატებებს კიდევ ერთი უდიდესი მიღწევა დაემატა – მერაია ქერი სონგრაითერების დიდების დარბაზში შეიყვანეს. კომპოზიტორების დიდების დარბაზი 1969 წელს იმ მუსიკოსების პატივსაცემად დაარსდა, რომლებმაც ეპოქალური ნამუშევრები შექმნეს.
უნდა აღინიშნოს, რომ წელს, მერაია ქერისთან ერთად, ფარელ უილიამსი, სტივ მილერი, The Neptunes, Eurythmics და The Isley Brothers შეიყვანეს.