LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერი გაკოტრების ზღვარზეა

90

მილიარდერ ჯეიმს პეკერთან დაშორების შემდეგ, მერაია ქერი გაკოტრების ზღვარზეა. ამ ყველაფრის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 47 წლის ვარსკვლავმა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ მაღაზიაში სასურველი ჩანთის ყიდვა ვეღარ შეძლო. ინსაიდერის თქმით, კონსულტანტი სამჯერ შეეცადა მისი ბარათიდან რამდენიმე ათასი დოლარის მოხსნას, თუმცა უშედეგოდ. მერაიამ კი სკანდალი მოაწყო და განაცხადა, რომ მაღაზიას ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მეზობელ მაღაზიაში კვლავ იგივე განმეორდა.

ცნობილია, რომ ქერი საკმაოდ ბევრ ფულს ახარჯავს თავის ახალგაზრდა შეყვარებულს, ბრაიან ტანაკას, რომელსაც მომღერალი ცოტა ხნის წინ დაშორდა და კვლავ შეურიგდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები