მართალია, ზოგს მოსწონს მერაია ქერის შემოქმედება, ზოგს ნაკლებად, მაგრამ მონდომება, რომლითაც ის იდეალური ფიგურის დაბრუნებას ცდილობს, ყველას ერთნაირად აღაფრთოვანებს. პოპ-დივა ხან იმატებს წონაში 50 კილოგრამით, ხან პირიქით – იკლებს. ჩვეულებრივ, მისი ტრანსფორმაციის მიზეზი რომანტიკული გატაცებებია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მილიარდერ ჯეიმს პეკერთან დაშორების შემდეგ მერაიამ მთელი 100 კილო მოიმატა, თუმცა ახალმა სიყვარულმა ისევ ძველ ფორმებს დაბრუნება აიძულა.
როგორც თავად მუსიკოსმა აღნიშნა, მას დიდი ხნის განმავლობაში სძულდა საკუთარი სხეული, რაც ასევე ნეგატიურად აისახებოდა მის ფიგურაზე, რადგან მძიმე დეპრესიის დაძლევას ყოველთვის ტკბილეულით ცდილობდა, თუმცა როცა მის ცხოვრებაში ახალგაზრდა მოცეკვავე ბრაიან ტანაკი გამოჩნდა, ყველაფერი შეიცვალა. კერიმ 35 კილოგრამი დაიკლო ერთ წელიწადში და გაჩერებას არ აპირებს. ინსაიდერების მტკიცებით მუსიკოსმა კუჭის რეზექცია ჩაიტარა, ნაკლები ნახშირწყლების შემცველი პროდუქტის დიეტაზე გადავიდა და ინტენსიურად შეუდგა ვარჯიშს.
A post shared by Mariah Carey (@mariahcarey) on