მერაია ქერი ბოიფრენდთან ერთად საფრანგეთში, სენ-ტროპეს სანაპიროზე ისვენებს. აქტიური დასვენების პარალელურად 46 წლის მომღერალი არ უშვებს შანსს ხელიდან, სრული ბრწყინვალებით წარსდგეს პაპარაცების წინაშე. მომღერალმა მშვენივრად იცის, რომ ყველა მისი გადაადგილება ფოტოგრაფების ობიექტივში ხვდება.
მერაია ქერიმ სენ-ტროპეს Dior-ის მაღაზია მოინახულა. მისი სტუმრობა ბუტიკში ფილმის გადაღებას ჰგავდა, რადგან უამრავ გულშემატკივართან ერთად, მერაიას თან ახლდა დამხმარეთა მთელი გუნდი, მათ შორის სტილისტებით და პიირადი დაცვის წევრები, ისინი მომღერალს წუთითაც არ მოშორებიან. მომღერალი თეთრი ფერის გრძელ კაბაში იყო გამოწყობილი და თავდაჯერებული ესალმებოდა თაყვანისმცემლებს.