LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერი მომაკვდავი დის დახმარებაზე უარს ამბობს

98

მერაია ქერის მისი ძმა, მორგანი ბოროტს უწოდებს. ოჯახური სკანდალის მიზეზი მერაიას გადაწყვეტილება გახდა, არ დაეხმაროს მომაკვდავ დას, ელისონს საავადმყოფოს ხარჯების გასტუმრებაში.

ელისონს აივ-ინფექცია აქვს, ამასთან – მას თავისა და ზურგის ტვინის ოპერაცია დასჭირდა. მორგანმა განაცხადა, რომ მდიდარმა დამ ოჯახურ ტრაგედიას თავი აარიდა.

„მერაია ფიქრობს, რომ დედამიწა მხოლოდ მის გარშემო ტრიალებს,“ – აღნიშნა მორგანმა.

ქერის ქონება 52 მილიონ დოლარს შეადგენს და მის ძმას უჭირს გაგება, რატომ არ ემეტება დის დასახმარებლად ფული.

54 წლის ელისონი სექს-მუშაკი იყო და სწორედ იმ პერიოდში დაავადდა რამდენიმე მძიმე სენით.

მას შემდეგ, რაც მომღერლის დას შიდსის დიაგნოზი დაუდგინეს, დაწერა მემუარები, სადაც მერაიასთან დაკავშირებით არაერთი უსიამოვნო მოგონება ეწერა.
თავად მომღერალი დას უკვე 20 წელია არ ეკონტაქტება და მის შესახებ ჟურნალისტების კითხვებსაც არ პასუხობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g