LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერი ქალთევზას კაბით და შოკისმომგვრელი ნომრით სცენაზე (ფოტო/ვიდეო)

437

მერაია ქერიმ American Music Awards-ის ცერემონიაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. მომღერალმა დაჯილდოებაზე თავის ახალი  სიმღერა With You შეასრულა, რომელიც გასულ კვირას გამოვიდა.

48 წლის ქერი სცენაზე ქალთევზას იასამნისფერ კაბაში გამოვიდა, რომლის ქვედა ნაწილი მთლიანად გაშლილი იყო სცენაზე. ულამაზესი განათებით, დეკორაციებითა და ვიზუალური ეფექტებით მერაია ქერის ნომერი ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა დაჯილდოვების ისტორიაში. შოუში მონაწილეობა მოცეკვავეების ჯგუფმაც მიიღო, რომელთა ნომერიც ძალიან კრეატიულად იყო დადგმული.

საინტერესოა, რომ ეს იყო მერაის ტრიუმფალური დაბრუნება, რადგან ბოლოჯერ ის American Music Awards-ზე 2008 წელს გამოვიდა. ჯამში მას ამერიკული დაჯილდოების 21 ნომინაცია აქვს მოგებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები