მომღერალი მერაია ქერი საშობაო შვებულებას ბოიფრენდთან, მილიონერ ჯეიმს პეკერთან და შვილებთან ერთად ატარებს. მომღერალი ოჯახთან ერთად კოლორადოში, ქალაქ ასპენში იმყოფება და Instagram-ზე ახალ ფოტოებს აზიარებს. ცოტა ხნის წინ მან შვილებთან და სანტასთან გადაღებული ფოტოები ატვირთა სოციალურ ქსელში, ამჯერად კი ქერი გაყინულ აუზში ოქროსფერი საცურაო კოსტიუმით გამოჩნდა. ფოტოზე ჩანს, რომ გარშემო თოვლი დევს და თავად მერაიას ხელებიც თოვლით აქვს სავსე.
ცნობილია, რომ 45 წლის მერაია ქერისთვის შობა ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ასპენი კი, ის ქალაქია, სადაც მან და ჯეიმს პეკერმა ერთმანეთი გაიცნეს, ამიტომ წყვილი დასვენებას ყოველთვი სწორედ ამ საკურორტო ქალაქში არჩევს.